May 2, 2011

პროექტი - გურამ რჩეულიშვილი

"შენ ცხოვრობ ადამიანის მთელი ცხოვრებით. იწვი. გიყვარს ან არ გიყვარს, სულერთია. შენა გრძნობ და ეს გრძნობა, თუნდ გარკვეველია, არის ძვირფასი. ასაკი, ახლა დუღხარ. დაე, იყოს მეტი ღალატი, შფოთი, უსიამოვნება, ოღონდ არ იყოს უმოძრაობა!" - ჩემი მიზანია გავარკვიო რამდენად აქტუალურია ამ გენიალური სიტყვების ავტორი ჩემი თანატოლებისათვის და თავი მოვუყარო ისეთ ინფორმაციებს გურამის შესახებ რაც მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება.

   ჩემი აზრით, დღეს არც თუ ისე აქტუალურია გურამ რჩეულიშვილის შემოქმედება, რადგან მხოლოდ სკოლის მასალით შემოიფარგლება მათი ცოდნა გურამის შესახებ. ძალიან იშვიათად არის გადაცემები ტელევიზიაში და ეს არ არის საკმარისი მასზე საჭირო და სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად.
  გურამის არა მარტო შემოქმედებას არამედ მთელ მის ცხოვრებას უნდა გაეცნოს თითოეული ახალგაზრდა. მას ახასიათებს თხრობის უჩვეულო სილაღე, მარტივი, სადა სტილი და არაჩვეულებრივი აზროვნება. მასზე სიცოცხლეშივე შეიქმნა ლეგენდა, როგორც გამორჩეულ, აქტიურ, სოციალურ ტიპზე,რომელიც დროსტარებისა და ჩხუბისგან თავისუფალ დროს ძალდაუტანებლად ჰქმნიდა საოცრად საინტერესო მოთხრობებს.
   ჩემს ბლოგში მოცემულია ბიბლიოგრაფია, რომლის მიხედვითაც შეიძლება ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი წერს მისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. შემონახულია მისი წერილები, რომელსაც თავი მოუყარა მისმა დამ მარინე რჩეულიშვილმა, გურამის მეგობრების დახმარებით. სწორედ ამ წერილების გაცნობაა საუკეთესო საშუალება მისი პიროვნების სწორად შესაფასებლად.  

  ვცდილობ მოვიძიო მასზე რაიმე ნაშრომები ან  მისი ნაწარმოებები, მაგრამ სამწუხაროდ მასზე არანაირი ინფორმაცია და არავითარი მასალა არ არის უცხოურ ბაზებში.
   ვატარებ კვლევას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
   ვცდილობ დავუკავშირდე მის მეგობრებს და ავიღო ინტერვიუები, ვატარებ გამოკითხვებს, დაკვირვებებს და ვუკეთებ ანალიზს, თუ რამდენად ღრმად იცნობენ გურამის ცხოვრებას, მის შემოქმედებას. ვცდილობ გავარკვიო რომელია რჩეულიშვილის  ყველაზე ცნობილი და ხალხისათვის საყვარელი ნაწარმოები.  

წარმოგიდგენთ ჩემი გამოკითხვის შედეგებს

თქვენი საყვარელი ნაწარმოები გურამ რჩეულიშვილის შემოქმედებიდან?

1) ალავერდობა 62 % 

2)უსახელო უფლისციხელი 24%

3)ნელი ტანგო 10 %

4) ირინა 4%

No comments:

Post a Comment