May 2, 2011

…მე მომერია დიდი სურვილი - კითხულობს გიორგი ლიპარიშვილი

მე მომერია დიდი სურვილი დავწერო
ჩემი ბიოგრაფია,
პირობას გიდებთ არ ვიქნები ორიგინალური,
ვეცდები ვიყო მორიდებული ზედმიწევნით
და თავმდაბალი,
საუკეთესო ჩემს თვისებებს მიეკუთვნება _
და მის შესახებ მე თვითონ ვიტყვი ორიოდ სიტყვას:
არა ვყოფილვარ არასოდეს რეპორტიორად,
არა ვყოფილვარ ასოთამწყობი,
არ განმიცდია ასოების, ლაქის სუნის და
ახლად გამოსულ გაზეთების არომატი,
არც დიდ ქუჩებში მიმუშავია
ფეხსაცმლის მწმენდავად,
წარმოიდგინეთ აფრიკაშიც კი არ ვყოფილვარ
და ლომიც კი არ მომიკლავს.
და ამის შემდეგ, ალბათ, აღარც
გაგიკვირდებათ,
რომ არ მყოლია მეგობარი
არც კონდუქტორი, არც შოფერი, არც ლოთი, არც შფოთი,
არც ჯიბგირი, არც გოღი, არც ბოზი,
არც მღვდელი, არც ზანგი, არც კომუნისტი,
არც სომეხი, არც რუსი,
არც დანტე, არც უიტმენი, არც ტოლსტოი.
მიყვარდა მხოლოდ ბედისწერა
როგორც ერთობა კაცისა და ბუნების
ყველა კანონების,
მიყვარდა მეფე ოიდიპოს
თავისი ვნებით, თავისი ბედით,
დანიის პრინცის ჰამლეტის ყველა სისუსტეები
და ჩაილდ ჰაროლდის მოწყენილობა.
მიყვარდა ნაპოლეონი თავისი პოზით,
მიყვარდა ჰიტლერი თავისი სიგიჟით
და მიყვარს ლენინი _ რატომ არ ვიცი!?
მიყვარს მწვანე ბალახი თავისი სიჩუმით
და კაცი თავისი ნერვიული ხმით,
წინასწარმეტყველში  მიყვარს
მისი კაცური ტანჯვა
და არა მისი წინასწარჭვრეტა.
კაცში არ მიყვარს თავმდაბლობა,
ძაღლში კი ის, რომ ყეფა არ იცის.
მე ვიცი:
ცოცხალ სამყაროს აქვს ორი ხმა:
კაცის და მხეცის.
, რუსთაველო, მესხო მელექსევ,
ერთიანი მსოფლიოს
პირველო პოეტო,
ჩემო სამშობლოვ, საქართველო,
მცხოვრებო ცხოვრებით
მთელი მსოფლიოსი.
დიდო სამყაროვ, რატომ გარიყე ის,
ვინც ყველაზე მეტად ცხოვრობს შენით,
გრძნობს შენს თავს, გამოგხატავს შენ,
მღერის შენზე, გრძნობებზე,
ომში ვაჟკაცობაზე,

სიყვარულზე, მეგობრობაზე,
ბრძოლაში მშვიდობაზე,
მღერის ისე, რომ მხოლოდ სოფოკლე
და შექსპირი
იყვნენ ღირსი ქართველობის.
, ბედისწერავ, უსამართლო თუ სამართლიანო,
რატომ ტოვებ ჩრდილში
რუსთაველს და საქართველოს,
რატომ? რატომ? რატომ?!
ხომ არ გეშინია შენი თავის?!
აქ არის ყველაზე მეტი პრანჭია,
ყველაზე მეტი უსაქმური,
ყველაზე მეტი მშიშარა
აქ არ არის კონტრასტი!
აქ არიან მხდალები და ნიჭიერები,
აქ არიან არტისტები ცხოვრებაში,
უიღბლოები  ნამდვილ სცენაზე,
აქ არიან უხმო მომღერლები.
დამალეთ, დამალეთ, დამალეთ
ეს ქვეყანა!

თიკო გავაშელი

გურამ რჩეულიშვილი - თიკო გავაშელი საუბრობს გურამ რჩეულიშვილის შესახებ.

პროექტი - გურამ რჩეულიშვილი

"შენ ცხოვრობ ადამიანის მთელი ცხოვრებით. იწვი. გიყვარს ან არ გიყვარს, სულერთია. შენა გრძნობ და ეს გრძნობა, თუნდ გარკვეველია, არის ძვირფასი. ასაკი, ახლა დუღხარ. დაე, იყოს მეტი ღალატი, შფოთი, უსიამოვნება, ოღონდ არ იყოს უმოძრაობა!" - ჩემი მიზანია გავარკვიო რამდენად აქტუალურია ამ გენიალური სიტყვების ავტორი ჩემი თანატოლებისათვის და თავი მოვუყარო ისეთ ინფორმაციებს გურამის შესახებ რაც მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება.

   ჩემი აზრით, დღეს არც თუ ისე აქტუალურია გურამ რჩეულიშვილის შემოქმედება, რადგან მხოლოდ სკოლის მასალით შემოიფარგლება მათი ცოდნა გურამის შესახებ. ძალიან იშვიათად არის გადაცემები ტელევიზიაში და ეს არ არის საკმარისი მასზე საჭირო და სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად.
  გურამის არა მარტო შემოქმედებას არამედ მთელ მის ცხოვრებას უნდა გაეცნოს თითოეული ახალგაზრდა. მას ახასიათებს თხრობის უჩვეულო სილაღე, მარტივი, სადა სტილი და არაჩვეულებრივი აზროვნება. მასზე სიცოცხლეშივე შეიქმნა ლეგენდა, როგორც გამორჩეულ, აქტიურ, სოციალურ ტიპზე,რომელიც დროსტარებისა და ჩხუბისგან თავისუფალ დროს ძალდაუტანებლად ჰქმნიდა საოცრად საინტერესო მოთხრობებს.
   ჩემს ბლოგში მოცემულია ბიბლიოგრაფია, რომლის მიხედვითაც შეიძლება ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი წერს მისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. შემონახულია მისი წერილები, რომელსაც თავი მოუყარა მისმა დამ მარინე რჩეულიშვილმა, გურამის მეგობრების დახმარებით. სწორედ ამ წერილების გაცნობაა საუკეთესო საშუალება მისი პიროვნების სწორად შესაფასებლად.  

  ვცდილობ მოვიძიო მასზე რაიმე ნაშრომები ან  მისი ნაწარმოებები, მაგრამ სამწუხაროდ მასზე არანაირი ინფორმაცია და არავითარი მასალა არ არის უცხოურ ბაზებში.
   ვატარებ კვლევას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
   ვცდილობ დავუკავშირდე მის მეგობრებს და ავიღო ინტერვიუები, ვატარებ გამოკითხვებს, დაკვირვებებს და ვუკეთებ ანალიზს, თუ რამდენად ღრმად იცნობენ გურამის ცხოვრებას, მის შემოქმედებას. ვცდილობ გავარკვიო რომელია რჩეულიშვილის  ყველაზე ცნობილი და ხალხისათვის საყვარელი ნაწარმოები.  

წარმოგიდგენთ ჩემი გამოკითხვის შედეგებს

თქვენი საყვარელი ნაწარმოები გურამ რჩეულიშვილის შემოქმედებიდან?

1) ალავერდობა 62 % 

2)უსახელო უფლისციხელი 24%

3)ნელი ტანგო 10 %

4) ირინა 4%

April 20, 2011

შესავალი

     ჩვენი თაობის ახალგაზრდობისთვის  რჩეულიშვილის  შემოქმედების გაცნობა აუცილებელია, რადგან გურამი კაცობის და ადამიანობის ეტალონია. იგი უზომოდ შეყვარებულია თავის სამშობლოზე და ასევე მთელს დედამიწაზე : “ალბათ მოვა დრო, როცა განვითარდება ასტრონომია, საპლანეტთაშორისო მოძრაობა, რომ ადამიანი ისევე დაიცავს, ისევე შეიყვარებს მთელ დედამიწას, როგორც დღეს ჩვენ, თუნდაც შენ და მე საქართველო გვიყვარს. ვუყურებდი და უბრაალოდ ვერ წარმომედგინა რომ ამ სიმშვენიერეში შეიძლება კავმა კაცს აწყენინოს.“-ამბობს გურამი.

    გურამს გული სიყვარულით აქვს სავსე. ,,მთებში დავდივარ - ალპინისტი არ ვარ. უნივერსიტეტში ვსწავლობ - როგორც დედა  იტყვის სტუდენტის სახე არ მაქვს. ღვინოს ვსვამ - ლოთი არა ვარ. გულუხვი ვარ - ფული არა მაქვს. ცარიელა გული ვის რათ უნდა? " წერდა  რჩეულიშვილი.
    მაოცებს  ამ ადამიანის სიმამაცე, თავდადება, თავისუფლება….  "ალავერდობა" კლასიკაა - მისი მებრძოლი, მეამბოხე  სულის სარკეა.

    იგი მთელი ცხოვრების მანძილზე მიისწრაფოდა თავისუფლებისაკენ, რაც მის დროში თითქმის შეუძლებელი იყო. 
    მან წერილი მისწერა თავის მეგობარ ერლომს: „მთელი ეს 25 წელი საკმარისია იმისთვის, რომ კაცმა ვისაც აქვს თავმოყვარეობა და ჩემდენი სურვილები, მშვიდი სინდისით მოიკლას თავი. ეს არის უაზრო, უსარგებლო ბრძოლა კვერცხის ნაჭუჭში მოქცეული წიწილიასა, რომელსაც ათასნაირად მომზადებულს გამოსაჩეკად ვერაფრით ვერ გამოუმტვრევია გამოსასვლელი. მე არ ვეძებ სხვაში ჩემს უმწეობას, მაგრამ „დედის“ ვალია სადღაც, ოდნავ შეუთხელოს ნაჭუჭს კედელი, მაგრამ საზოგადოება, წყობა, ამხანაგები, თვითონ ოჯახი ყველაზე მეტად და ჩემი ბუნებრივი წმინდა ლიტერატურული მონაცემები მხოლოდ იმის ცდაში არიან, როგორ გაასქელონ ის ნაჭუჭი საერთოდ გამოუმტვრელობამდე ისე, რომ კაკუნის ხმაც არ გამოდიოდეს იქიდან. (ბოდიშს გიხდით, რომ ჩემი დაბადების დღე იყო გუშინ, თორემ ამ წერილით არ შეგაწუხებდით.)“
   მის შემოქმედებაში  თითოეული ადამიანის სიცოცხლე მარადიულია. სამყაროში უკვალოდ არაფერი ქრება. სიცოცხლე ღვთიური მისიაა - ამ ჭეშმარიტების შეცნობა მისი ნაწერებით ადვილდება:  "ირინა", "ბათარეკა ჭინჭარაული",  "ნელი ტანგო", "სიკვდილი მთებში", "უსახელო უფლისციხელი", "სათაგური", "სიყვარული მარტის თვეში" და სხვა.   გურამის ცხოვრება მისსავე მოთხრობებს ჰგავდა სიმართლით, სიღრმითა და თვით ლაკონურობითაც. 
    რჩეულიშვილი თავის თაობაში გამორჩეული ახალგაზრდა იყო. იგი მუდამ განსაცდელს ეჭიდებოდა, თითქოს ეძებდა და შეეწირა კიდეც სხვისი სიცოცხლის გადარჩენას... იგი 1960 . 23 აგვისტოს 26 წლისა ტრაგიკულად დაიღუპა . გაგრაში, როცა მღელვარე ზღვაში გადაეშვა უცნობი რუსი ქალიშვილის გადასარჩენად.
  ჩვენს თაობაში აუცილებელია ყველა იცნობდეს გურამ რჩეულიშვილის შემოქმედებას, რადგან მისი წერილების, ბიოგრაფიის  მოთხრობების  გაცნობის შემდეგ არ შეიძლება ადამიანს არ შეეცვალოს შეხედულება ცხოვრებაზე, თვისუფლების არსზე, ინდივიდუალურობაზე, სიყვარულზე და სხვა უამრავ ცხოვრებისეულ ფაქტზე. გურამი არის ადამიანი რომლისგანაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ისწავლოს. გურამმა იმდენი რამ მოასწრო და ისეთი ცხოვრებით იცხოვრა 26 წელი, რასაც ღრმად მოხუცებულობამდე მისული ხალხიც კი ვერ ახერხებს.

April 7, 2011

ბიბლიოგრაფია - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ტურაშვილი, დათო

გურამ რჩეულიშვილი და თავისუფლების თაობა : გურამ რჩეულიშვილი - 75 / დათო ტურაშვილი // სიტყვა : სამეცნიერო-კულტურულ-საგანმანათლებლო ჟურნალი. - თბილისი, 2009. - N10. - გვ.9-12[MFN: 41601]

UDC: 821.353.1(092)

ანოტაცია: გურამ რჩეულიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ

პერსონალია: რჩეულიშვილი გურამ - მწერალი.

თემატიკა: ქართველი მწერლები.


პაჭკორია, ოტია

გურამ რჩეულიშვილი / ოტია პაჭკორია // სიტყვა : სამეცნიერო-კულტურულ-საგანმანათლებლო ჟურნალი. - თბილისი, 2009. - N10. - გვ.15-18[MFN: 41606]

UDC: 821.353.1(092)

ფოტოები: რჩეულიშვილი გურამ

ანოტაცია: გურამ რჩეულიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ

პერსონალია: რჩეულიშვილი გურამ - მწერალი.

თემატიკა: ქართველი მწერლები.


ჭილაძე, თამაზ

გურამ რჩეულიშვილის ხსოვნას / თამაზ ჭილაძე // სიტყვა : სამეცნიერო-კულტურულ-საგანმანათლებლო ჟურნალი. - თბილისი, 2009. - N10. - გვ.19-22[MFN: 41610]

UDC: 821.353.1(092)

პერსონალია: რჩეულიშვილი გურამ - მწერალი.

თემატიკა: ქართველი მწერლები.


წერეთელი, ნუგზარ

გურამ რჩეულიშვილის ფენომენი / ნუგზარ წერეთელი // სიტყვა : სამეცნიერო-კულტურულ-საგანმანათლებლო ჟურნალი. - თბილისი, 2009. - N10. - გვ.23-40[MFN: 41613]

UDC: 821.353.1(092)

ფოტოები: რჩეულიშვილი გურამ

პერსონალია: რჩეულიშვილი გურამ - მწერალი.

თემატიკა: ქართველი მწერლები.